„საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2013 წლის 8 ივლისის №20/2013 დადგენილების (სსმ, ვებგვერდი, 09/07/2013, 010240020.15.008.016087) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის მორიგ არჩევნებში მონაწილეობისა და ხმის მიცემის უფლების მქონე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე პირი, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 1851 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ცესკოს/შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ ამომრჩევლად დარეგისტრირდება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს წარდგინების ან საკუთარი განცხადების საფუძველზე.”. |