|
ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის №011 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ' ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
ტექნიკური რეგლამენტი „საქართველოს დროშით მცურავ გემებზე ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების შესახებ“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2012 წლის 5 აპრილის №011 ბრძანებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:
1. ბრძანებით დამტკიცებული წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ გემის ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია შიგა ნაოსნობაში და რომლის საერთო ტევადობა 100 ტონა და მეტია, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 3-ის შესაბამისად.“. 2. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: „5. იმ საგემბანე და სამანქანე განყოფილების თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტება, რომელიც ჩართულია სანაპირო და საერთაშორისო ნაოსნობაში, განისაზღვრება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №1 ცხრილი 4-ის შესაბამისად.“. 3. დანართი №1-ის ცხრილი 1, ცხრილი 3 და ცხრილი 4 ჩამოყალიბდეს ახალი თანდართული რედაქციით. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
ცხრილი 1 საქართველოს დროშით მცურავი 100 და ნაკლები რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა - შესაბამისი კომპეტენციით კომერციულ საქმიანობაში ჩართული მცურავი საშუალებებისათვის ან/და სამგზავრო ტიპის გემებისათვის
ცხრილი 3 შიგა ნაოსნობაში ჩართული 100 და მეტი რეგისტრული ტონის გემების ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მინიმალური შემადგენლობა
ცხრილი 4 თევზსაჭერი გემის ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობა საგემბანე განყოფილება:
სამანქანე განყოფილება:
თევსაჭერი გემის ეკიპაჟი განისაზღვრა შემდეგი საშტატო თანამდებობებით : შკიპერი; შკიპერის თანაშემწე; უფროსი მექანიკოსი; სავახტო მექანიკოსი; რიგითი მეთევზე მეზღვაური.
|