|
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის და უცხოურ ვალუტაში ოპერაციების წარმოების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 7 აპრილის №24/04 ბრძანებით (სსმ ვებპორტალი, 110408016, 12.04.2011) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: |
1.
მე-4 მუხლის 22 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„22. ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანგარიშის გახსნის შესახებ ხელშეკრულების პირობებზე კლიენტის მიერ თანხმობის სატელეფონო, ინტერნეტ ბანკის ან სხვა საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო საშუალებით გამოხატვის შემთხვევაში, ბანკმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი განაცხადის შენახვა თავდაპირველი შინაარსისა და ფორმის დაცვით ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი კლიენტისათვის გადაცემა მოთხოვნის შემთხვევაში.“. |
2.
მე-4 მუხლის 23 პუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|