|
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად: |
1.
ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს „საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების შედეგების თავიდან აცილების, შეზღუდვისა და შემსუბუქების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 2013 წლის 1 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმება. |
2.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების თაობაზე და უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. |
|