საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5301
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-08-03
სარეგისტრაციო კოდი
310.020.000.05.001.003.029
საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს საზღვაო კოდექსის  (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი, 1997, გვ. 10) 72-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. განსაკუთრებული მნიშვნელობის ნავსადგურების ნავმისადგომები, ჰიდროტექნიკური ნაგებობები, შუქურები, შუქნიშნები და აკვატორია სახელმწიფოს საკუთრებაა.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5301–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია