|
„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
|
1.
„ქ. თბილისის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 13 ოქტომბრის №1-4 გადაწყვეტილებით დამტკიცებულ დებულებაში
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება
: |
ა)
მე-7 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი2“ ქვეპუნქტი:
„ი2 ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილება.
|
ბ)
დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 162 მუხლი:
„მუხლი 162
ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მომსახურების განყოფილებ
ის ძირითადი ამოცანებია: ა) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისი ის ტექნიკურ- ორგანიზაციულ საკითხე ბის უზრუნველყოფა; ბ) ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიაზე წარსადგენად მიწის ნაკვეთების ლეგალიზაციის თაობაზე შემოსულ ი განცხადებებ ის შესწავლა და მომზადება;
გ) იურიდიულ
ი კონსულტაცი
ების
გაწევა განმცხადებლებისათვის მიწის ნაკვეთ
ებზე საკუთრების უფლების აღიარების თაობაზე;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ დებულებით და კანონმდებლობით გათვალისწინებულ
ი სხვა უფლებამოსილებებ
ის
განხორციელება”.
|
2.
გადაწყვეტილება ძალაშია 2013 წლის პირველი სექტემბრიდან. |
|