„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
210
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-08-16
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-19
სარეგისტრაციო კოდი
280090000.10.003.017377
„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №210

2013 წლის 16 აგვისტო

   ქ.თბილისი

 

„სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სოციალური შეღავათების მონეტიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 11 იანვრის №4 დადგენილებაში (სსმ, 2007 წ., მუხ. 35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვ­ლი­ლება:

1. დადგენილების:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­და­ქ­ციით:

„1.  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობა, მისი დანიშვნა-გაცემის თანდართული წესი და პრინციპები.“;

ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. დადგენილებით დამტკიცებული „საყოფაცხოვრებო სუბსიდიის ოდენობის, მისი დანიშვნა-გაცემის წესისა და პრინციპების“ 41 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 2013 წლის 1 სექტემბრამდე ზედმეტად (არასწორად) გაცემული საყოფაცხოვრებო სუბსიდიის თა­ნ­­ხები ექვემდებარება ლეგალიზაციას. ამავდროულად, კომ­პეტენ­ტური ორგანოს მიერ მოქალაქეთათვის 2013 წლის 1 სექტემბრამდე დაკავებული თანხები არ ექვემდებარება უკან დაბ­რუ­ნებას.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 სექტემბრიდან.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია