1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 აგვისტოს №483 ბრძანებულებაში (სსმ III, 2006 წ., №108, მუხ. 1480) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური სამხედრო კლინიკური ჰოსპიტლის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდეგში – ჰოსპიტალი).“.
|