„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის №64 დადგენილების (www.matsne.gov.ge. 01/04/2013, 040030000.10.003.017228) პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უზრუნველყოს დაწესებულების წესდების დამტკიცება და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ღონისძიებათა განხორციელება.“.
|