„ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 11 მარტის №36/ნ ( www.matsne.gov.ge, 110311011, 18/03/2011, სარეგისტრაციო კოდი:– 430210000.22.022.016076) ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანართში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-10 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასკოლო სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტრო.“
2. მე-10 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პედაგოგიური საბჭო, სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით, კლასების/საფეხურებისა და საგნების შესაბამისად ამტკიცებს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებიდან პედაგოგების მიერ შერჩეულ სახელმძღვანელოების ნუსხას.“.
|