საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5291
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
060.000.000.05.001.003.020
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) 198-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) სააღსრულებო საბუთის აღსრულების შეჩერება ისეთ საქმეებზე, რომლებიც აღძრულია „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ან რომლებზედაც შეტანილია განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5291–რს

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია