„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
323
მიმღები ორგანო
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-08-13
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-15
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.029.016060
„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის N287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის

ბრძანება №323

2013 წლის 13 აგვისტო

ქ. თბილისი

 

 

„იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებაში (ვებგვერდი, 19/07/2013, 010170000.22.029.016057) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

ა) ბრძანების მე-4 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანება, გარდა ამავე ბრძანების მე-2 პუნქტისა და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3).“;

ბ) ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

„41. „იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის, იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმის, მოწმობის შესახებ დებულებისა და ანკეტის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების  მინისტრის 2007 წლის 1 ნოემბრის №124 ბრძანების მე-2 პუნქტი და ამავე პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალადაკარგულად გამოცხადდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან.

გ) ბრძანების მე-5 პუნქტში შეტანილ იქნეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით დამტკიცებული „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის ფორმა“ (დანართი №2) და „იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობის შესახებ დებულება“ (დანართი №3) ძალაში შევიდეს 2013 წლის 10 დეკემბრიდან.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრიდავით დარახველიძე

კრებსითი — სრული ვერსია