|
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის №41 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 ოქტომბრის №41 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 02/11/2012; 010250020.35.143.016121) დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მომსახურების საფასური განისაზღვროს: ა) ერთადგილიანი - 40 ლარი; ბ) ორადგილიანი - 60 ლარი; გ) სამადგილიანი - 90 ლარი; დ) ოთხადგილიანი - 120 ლარი“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|