„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
105/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-12
სარეგისტრაციო კოდი
430050000.22.022.016625
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №105/ნ

2013 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის №05/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 6 იანვრის  №05/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge 09/01/2012, 430050000.22.022.016271) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12  პუნქტი:

   „12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, სკოლა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება  მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე და აღნიშნულის შესახებ აცნობოს საინფორმაციო სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის რეგისტრაციას ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაციის ვადისაგან განსხვავებულ ვადაში.“ .

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია