„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა მობილობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 19 სექტემბრის №193/ნ ბრძანებაში ( www.matsne.gov.ge 20/09/2012, 430210000.22.022.016459) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მობილობა დაუშვებელია კალენდარული წლის პირველი სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე, პირველი კლასის პირველი სემესტრის მიმდინარეობისას, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“
|