შეტანილ იქნეს ცვლილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 თებრვლის №17 დადგენლებაში (სსმ 010260020.35.153.016157. 12/02/13.), კერძოდ: ზემოაღნიშნული დადგენილებით დამტკიცებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ,, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) იურიდიული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში, სამართლებრივ მომსახურებას, აგრეთვე მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, გამგებლის, სტურქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას.".
|