„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
55
მიმღები ორგანო
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-08-08
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-12
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016180
„ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №55

2013 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-10 და მე-12 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2011 წლის 10 მაისის №30 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.05.2011, 360160000.22.025.016016) დამტკიცებულ ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღებში შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. მე-4 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ხრამის (წალკის) წყალსაცავი:

ა.ა) კარჩხანა - მთელი წლის განმავლობაში;

ა.ბ) სქელშუბლა,  კობრი, პელიადი, ევროპული რიაპუშკა და ლადოგური სიგი - 31 დეკემბრიდან 15 ნოემბრამდე;

ა.გ) მტკვრისწვერა, მურწა, ხრამული, კავკასიური ქაშაპი, მტკვრის ნაფოტა და ჭანარი - 15 აგვისტოდან 15 აპრილამდე.“

2. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,გ“ ქვეპუნქტი:

,,გ) შაორის წყალსაცავი - პირველი იანვრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე

კრებსითი — სრული ვერსია