საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5278
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-27
სარეგისტრაციო კოდი
040.000.000.05.001.003.007
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს სამოქალაქო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მეორე წიგნის მესამე კარის მეოთხე თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბინის საკუთრება მრავალბინიან სახლში“.

2. 208-ე და 209-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 208. მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შეძენის საფუძვლები

ინდივიდუალური საკუთრების საგნის (ბინის ან/და არასაცხოვრებელი ფართობის) შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

    მუხლი 209. გაქირავებული ბინის შეძენა

თუ პირი შეიძენს გაქირავებულ ბინას, მაშინ იგი იკავებს გამქირავებლის ადგილს.“.

3. 210-ე–213-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

4. 214-ე მუხლის შემდეგ ამოღებულ იქნეს სიტყვები:

„II. ურთიერთობანი ბინის მესაკუთრეთა შორის“.

5. 215-ე–232-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს 2007 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5278–რს

კრებსითი — სრული ვერსია