„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის N764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
258
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-08-02
სარეგისტრაციო კოდი
190040000.22.033.016556
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის N764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №258

2013 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,  ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 25 ნოემბრის №764 ბრძანებით (სსმ III, 25.11.2009, №145, მუხლი 1695) დამტკიცებული წესის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

„5. სამსახურში დროებით მოვალეობის შემსრულებელი შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით უნდა შეივსოს, შეიძლება დაინიშნოს არაუმეტეს 24 თვის ვადით. იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნა დაუშვებელია.“.

მუხლი 2
იმ თანამშრომელთა მიმართ, რომლებიც უკვე დანიშნულნი არიან დროებით მოვალეობის შემსრულებლებად, ამ ბრძანების პირველი მუხლით განსაზღვრული ვადის ათვლა დაიწყება ამ ბრძანების ამოქმედების დღიდან.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მესამე დღეს.

ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური

კრებსითი — სრული ვერსია