„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2279
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2003-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2003-06-02
სარეგისტრაციო კოდი
400.000.000.05.001.001.279
„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

საქართველოს კანონი

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

„წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ.123) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ჩამდინარე წყლების ჩაშვების ლიცენზია არ გაიცემა, თუ მათი რაოდენობა და ხარისხობრივი მახასიათებლები არ აკმაყოფილებს გარემოსდაცვით და სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს;“.

2. 49-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 პუნქტი:

„11. სამინისტრო ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული სუბიექტის განცხადებას თანდართული დოკუმენტებით ჰიგიენური დასკვნისათვის გადასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.

3. 51-ე მუხლის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ზედაპირული წყლის ობიექტში ჩამდინარე წყლების ჩაშვების ლიცენზია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ გამოიწვევს წყალში გამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველობის გაზრდას და თუ წყალმოსარგებლე ჩამდინარე წყლებს გაწმენდს იმ დონემდე, რომელიც დააკმაყოფილებს გარემოსდაცვით და სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.“;

ბ) მე-7 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-8 პუნქტი:

„8. სამინისტრო ლიცენზიის მოპოვებით დაინტერესებული სუბიექტის განცხადებას თანდართული დოკუმენტებით ჰიგიენური დასკვნისათვის გადასცემს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 3 თვის შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2003 წლის 8 მაისი.

№2279–IIს

 

კრებსითი — სრული ვერსია