|
„ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის №17.01.580 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება „ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის მთავრობის 2009 წლის 30 ივნისის N17.01.580 დადგენილებით (სარეგისტრაციო კოდი: №040.030.000.37.101.013.250 03.07.2009 წ., გაზეთი „24 საათი“ 04.07.2009 წ. №149) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული დაჩქარებული მომსახურებისა და მასზე დაწესებული საფასურის გადახდის რეგულირების წესში და წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. მშენებლობის ნებართვის გაცემის ზოგადი პროცედურა ა) I სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების გაცემა 7 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი -100 ლარი; 5 დღეში – 300 ლარი; 1 დღეში - 1000 ლარი; ბ) II სტადია – არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება 5 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი – 300 ლარი; 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 800 ლარი; 2 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი – 1200 ლარი; გ) III სტადია გ.ა) მშენებლობის ნებართვის გაცემა 1 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი - 500 ლარი. გ.ბ) დემონტაჟის ნებართვის გაცემა 1 დღეში, მომსახურების საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი; 3 დღეში - 500 ლარი; გ.გ) მშენებლობის ნებართვის გაცემა მცირე სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე: 1 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი - 1000 ლარი, 3 დღეში მომსახურების საფასურის განაკვეთი - 500 ლარი.“ |
| მუხლი 2 |
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. |
|