საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
5272
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2007-07-11
გამოქვეყნების თარიღი
2007-07-30
სარეგისტრაციო კოდი
020.080.000.05.001.003.001
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ

    მუხლი 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1984 წელი, №12-ის დანართი, მუხ.421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. 1659 მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. პირის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის წერილობითი მოთხოვნის შეუსრულებლობა, მისთვის შემოწმების ჩატარებაში ხელის შეშლა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოთხოვნილი ინფორმაციის ან დოკუმენტის წარუდგენლობა ან/და არასწორი ან არასრული ინფორმაციის ან დოკუმენტის წარდგენა, –

გამოიწვევს მის დაჯარიმებას 1500 ლარამდე.“.

2. 2092 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2092. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური

ამ კოდექსის 1654–1659 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეთა განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელების დადების უფლება აქვს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს.“.

3. 239-ე მუხლის 26-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„26. ამ კოდექსის 1654–1659 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმებს ადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური.“.

    მუხლი 2

ეს კანონი ამოქმედდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ეროვნული კომისიისა და საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სალიკვიდაციო ღონისძიებების დასრულების შემდეგ.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 ივლისი.

№5272–რს

კრებსითი — სრული ვერსია