|
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №29 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო-სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 17 მაისის №29 დადგენილებაში (სსმ. ვებგვერდი, 24/05/2013) შვიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების: |
1.
მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.“. |
2.
მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით. 2. სამსახურის შემადგენლობაში შედის: ა) სამსახურის უფროსი; ბ) სამსახურის თანამშრომლები. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|