|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 2093 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ქუჩებში სისუფთავის დაცვისა და მწვანე ნარგავების შენარჩუნების მიზნით აიკრძალოს ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) ძოვება და ხეტიალი. |
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის წესი (დანართი №1). |
| მუხლი 3 |
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის შედგენის უფლებამოსილება დელეგირებულ იქნას არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირზე „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრზე“.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ. |
| მუხლი 4 |
დაევალოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ აწარმოოს საინფორმაციო უზრუნველყოფა ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით, ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის ღონისძიებების შესახებ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ. |
| მუხლი 5 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის კერძო საკუთრებაში არსებული ფართის გარეთ (ქალაქის ქუჩებში, ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში) ძოვებისა და ხეტიალის აკრძალვის წესი
|
1. ეს წესი აწესრიგებს ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ჯარიმის გადახდის ოდენობასა და წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს.
2. ქ.წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეულ ტერიტორიებზე მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვი ექვემდებარება დაუყოვნებლივ იზოლაციას. 3. ბულვარში, პარკში, სკვერში, პლაჟზე და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე დაჯარიმდება კანონით დადგენილი წესით. 4. მოხეტიალე ან/და მეთვალყურეობის გარეშე გაშვებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის იზოლაციის შემთხვევაში ხორციელდება მათი ტრანსპორტირება და განთავსება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე მოვლა-შენახვით და სათანადო კვების უზრუნველყოფით. 5. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება საბაზრო ფასებით. 6. იმ შემთხვევაში, როცა პირუტყვის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა აღემატება დაკისრებული ჯარიმის, სპეციალურ სადგომზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ზედმეტი თანხა უბრუნდება პირუტყვის მესაკუთრეს. 7. იზოლირებული წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია, კანონით დადგენილ ვადაში მიაკითხოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრს“ და წარუდგინოს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი /მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში/. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენისა და სათანადო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ. 8. ქ. წყალტუბოს ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ იზოლატორში გადაყვანილი წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯებს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 9. მომსახურების საფასური გაანგარიშდება წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის სულადობის მიხედვით. 10. ჯარიმა ჩაირიცხება კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო მომსახურების საფასური არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ ანგარიშზე.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 ივლისის დადგენილება №48 - ვებგვერდი, 02.08.2018წ. |