„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
183
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2013-07-24
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-25
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017350
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №183

2013 წლის 24 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში (სსმ, 2004 წე­­ლი, მუხლი 460) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ჰ12  ქვეპუნქტი:

,,ჰ12) ამტკიცებს მოსწავლის სკოლის სახელმძღვანელოებით (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის მიზნით სახელმწიფოს მიერ მოსწავლის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის უსასყიდლოდ, დროებით სარგებლობაში გადაცემული სკოლის სახელმძღვანელოების (მოსწავლის წიგნის) და დამხმარე ლიტერატურის გამოყენების ზოგად წესსა და მათი მოვლა-პატრონობის შეფასების კრიტერიუმებს.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია