„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 იანვრის N8 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 22.01.2013, 470230000.10.003.017172) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ,,სამკურნალო საშუალებების ხარისხის სახელმწიფო კონტროლის 2013 წლის პროგრამის” მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (პროგრამული კოდის – 35 01 02 ფარგლებში) პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 141 000 (ას ორმოცდაერთი ათასი) ლარით.