|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბრის №45 დადგენილება. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულება
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები |
1.
დებულება განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის (შემდგომში ,,სამსახური’’) დანიშნულებას, მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება- მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების; აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებების, განკარგულებების და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე. |
3.
სამსახურს აქვს ბეჭედი, შტამპი, ბლანკი სახელწოდების აღნიშვნით. |
მუხლი 2.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები |
სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: |
ა)
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების შემუშავება და განხორციელება, მოკლე და საშუალოვადიანი ეკონომიკური პროგნოზირება; |
ბ)
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილების მომზადების უზრუნველყოფა; |
გ)
მშენებლობის ნებართვის გასაცემად შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და გამგებლისთვის წარდგენა; |
დ)
მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება; |
ე)
მუნიციპალიტეტის ქონების ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის დოკუმენტაციის პროექტების მომზადება; |
ვ)
წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომლებიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემას, ასევე, გადაცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა; |
ზ)
მოსახლეობისათვის ინფორმაციის მიწოდება ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ, სტიქიური უბედურებებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში მოსახლეობის დაცვის ღონისძიებებში მონაწილეობა; |
თ)
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მასალების მომზადება თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვისათვის; |
ი)
თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროგრამების პროექტების მომზადება; |
კ)
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-განვითარების ხელშეწყობა; |
ლ)
მონაწილეობის მიღება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფორმირებაში; |
მ)
მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ხელშეწყობა; |
ნ)
საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებათა განსაზღვრული უფლებამოსილებების შესრულება. |
მუხლი 3.
სამსახურის სტრუქტურა |
სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: |
1.
ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება; |
2.
საამშენებლო და ინფრასტრუქტურის განყოფილება. |
მუხლი 4.
სამსახურის უფროსი |
1.
სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი . |
2.
სამსახურის უფროსი: |
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ მისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; |
ბ)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; |
გ)
ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; |
დ)
ქმნის სამსახურის თანამშრომლისათვის მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის აუცილებელ პირობებს; |
ე)
წარუდგენს გამგებელს წერილობით წინადადებებს მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად; |
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ)
ახორციელებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის სამართლებრივი აქტებით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; |
თ)
სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს გამგებლის დავალებით ერთ-ერთი განყოფილების უფროსი; |
ი)
სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე, საკრებულოს წინაშე. |
მუხლი 5.
განყოფილების უფროსი |
1.
განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
2.
განყოფილების უფროსი: |
ა)
ახორციელებს განყოფილებისა და განყოფილების მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; |
ბ)
პასუხს აგებს განყოფილებისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
გ)
წინამდებარე დებულებით განსაზღვრული განყოფილების ძირითადი მიმართულების შესაბამისად, შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებას განყოფილების მოხელეთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ; |
დ)
ახორციელებს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. |
3.
განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე. |
მუხლი 6.
ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება |
ეკონომიკისა და ქონების მართვის განყოფილება უზრუნველყოფს: |
1.
მუნიციპალური ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის საკითხების კოორდინირებას კანონმდებლობის შესაბამისად; |
2.
წინადადებების მომზადებას მის კომპეტენციაში შემავალი დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ; |
3.
თვითმმართველი ერთეულის გასასხვისებელი ქონების ნუსხის პროექტის შედგენას, გამგებლისათვის წარსადგენად სათანადო წინადადებებისა და პროექტების მომზადებას; |
4.
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გადაცემული თვითმმართველი ერთეულის ქონების გამოყენებისა და ამ ქონებით სარგებლობის წესებისა და პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელებას; |
5.
საკრებულოში წარსადგენად თვითმმართველი ერთეულის ქონების გასხვისებისათვის წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას; |
6.
თვითმმართველი ერთეულის ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ორგანიზებას; |
7.
წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადაცემის შესახებ, რომელიც კანონის შესაბამისად ექვემდებარება თვითმმართველ ერთეულზე გადაცემას. გადაცემის პროცესის ორგანიზაციულ საკითხთა მოწესრიგებას; |
8.
თვითმმართველი ერთეულის მიწის რესურსების მართვის ორგანიზებას; |
9.
ქონების გადასახადის და მოსაკრებლების განაკვეთების დადგენაზე წინადადებების შემუშავებას; |
10.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირის გადასახადის ზედამხედველობას და შესაბამისი სტრუქტურული სამსახურებისათვის ინფორმაციის მიწოდებას; |
11.
მუნიციპალიტეტის მოკლევადიანი და გრძელვადიანი განვითარების ეკონომიკური პროგრამების შედგენას, განხორციელებისა და განახლების კოორდინაციას და მათი შესრულების კონტროლს; |
12.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; |
13.
ტურიზმის, კურორტების და რეკრეაციის განვითარების საკითხების შემუშავებას და პროექტების დაგეგმვას; |
14.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებლების გაანგარიშების უზრუნველყოფას. |
მუხლი 7.
საამშენებლო და ინფრასტრუქტურის განყოფილება |
საამშენებლო და ინფრასტრუქტურის განყოფილება უზრუნველყოფს: |
1.
მიწათსარგებლობის დაგეგმვის, თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენის და შეცვლის შესახებ წინადადებების მომზადებას; |
2.
მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენას; |
3.
ქალაქთმშენებლობითი პირობების (გეგმარებითი დავალებები) მოწესრიგებას, დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტების შეთანხმებას, შენობა-ნაგებობების (მათ შორის ხაზოვანი ობიექტების) მიწისზედა და მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების, კეთილმოწყობის და სხვა სახის არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტების შეთანხმებას; |
4.
კანონმდებლობით დადგენილი წესისა და პროცედურის დაცვით მშენებლობის ნებართვების მომზადებას; |
5.
უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ შესაბამისი წინადადების მომზადებას; |
6.
ქუჩების, მოედნების სახელდების და ნუმერაციის თაობაზე წინადადებების მომზადებას; |
7.
გარე რეკლამის რეგულირების საკითხებზე წინადადებების შემუშავებას; |
8.
ნორმატიულ-სამართებლივი დოკუმენტების საფუძველზე საზოგადოებრივი ავტოტრანსპორტის გაჩერებების, დროებითი ავტოსადგომების და სხვა სახის საგზაო მოძრაობის დაგეგმარებას, მათი მიზანშეწონილობის შესახებ წინადადებების მომზადებას და შეთანხმებას საპატრულო პოლიციასთან; |
9.
წინადადებების მომზადებას ადგილობრივი სამგზავრო გადაყვანების თაობაზე; |
10.
მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და განვითარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას; |
11.
მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვისა და მის განსახორციელებლად შესაბამისი პროექტების მომზადებას; |
12.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენებით გამოწვეულ შედეგებზე პრევენციული და აღდგენითი ღონისძიებების გასატარებლად შესაბამისი პროექტების მომზადებას; |
13.
სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის აღრიცხვიანობას და წინადადებების მომზადებას ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად თანხების გამოყოფის შესახებ. |
მუხლი 8.
სამსახურის საჯარო მოსამსახურე |
1.
სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. |
2.
პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის წინაშე. |
3.
უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებას. |