|
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №3 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 360050000.22.023.016128) დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 მუხლი:
„მუხლი 111. საკონსულტაციო საბჭო 1. დაცული ტერიტორიების მართვაში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით იქმნება საკონსულტაციო საბჭო (შემდგომში - საბჭო), რომლის შემადგენლობასაც ამტკიცებს თავმჯდომარე. 2. საბჭო შედგება არანაკლებ 6 წევრისაგან. 3. საბჭო ხელს უწყობს მოსახლეობისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების ჩართულობას დაცული ტერიტორიების პრობლემატიკის სრულფასოვან განხილვაში დაცული ტერიტორიების ინტეგრალური მართვის პროცესში და ამ მიზნით სააგენტოს უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, კონსულტაციას და აძლევს რეკომენდაციებს. 4. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება საბჭოს სხდომებზე, რომლებიც იმართება სამ თვეში ერთხელ. 5. გამონაკლის შემთხვევაში საბჭო შეიძლება შეიკრიბოს სააგენტოს თავმჯდომარის ან საბჭოს შემადგენლობის ნახევრის მოთხოვნითაც. 6. ყოველ სხდომაზე საბჭო ირჩევს სხდომის მდივანს, რომელიც ადგენს საბჭოს სხდომის ოქმს.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|