„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
99/ნ
მიმღები ორგანო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-17
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-18
სარეგისტრაციო კოდი
430030000.22.022.016619
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №99/ნ

2013 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

მუხლი 1
„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის  №65/ნ ბრძანებით (ვებპორტალი, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) დამტკიცებულ „საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების“ 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საბჭო შედგება 9 წევრისაგან, რომელთა უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება 1 წლით. საბჭოს წევრთა საქმიანობა ანაზღაურდება ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან, საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითამარ სანიკიძე

კრებსითი — სრული ვერსია