1.
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 21 იანვრის №42 ბრძანებულებით (საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებისა და განკარგულებების კრებული, 1997 წ., №2, გვ. 41) დამტკიცებულ ,,სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხას“ დაემატოს შემდეგი შინაარსის 5.8 პუნქტი:
,,5.8. ინფორმაცია ნაფიც მსაჯულთა საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფისათვის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.“.
|