„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
197
მიმღები ორგანო
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-31
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-31
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016204
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის

ბრძანება  №197

2013 წლის 31 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №184 ბრძანების (სსმ III, 31.12.2010, №172, მუხ. 2510):

1. პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

2. 31 მუხლი ამოღებულ იქნეს.

 

მუხლი 2
1. ლიკვიდირებულ იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სიტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდეგში - დეპარტამენტი) №1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.

 

2. დეპარტამენტის თავმჯდომარემ უზრუნველყოს დეპარტამენტის №1 პატიმრობისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ლიკვიდაციასთან დაკავშირებული ტექნიკური და საორგანიზაციო საკითხების განხორციელება.

 

მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

მინისტრისოზარ სუბარი

კრებსითი — სრული ვერსია