|
მუხლი 1. „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თავდაცვის ორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის, საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტისა და საქართველოს ეროვნული სამხედრო სტრატეგიის შესაბამისად.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამტკიცებს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციას და განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას თავდაცვის სფეროში;“. 3. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტს;“. 4. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს თავდაცვის პოლიტიკის წარმართვა და საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
ქუთაისი, 10 ივლისი 2013 წ. N803-რს |