|
„ნორმატიული აქტების შესახებ„ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „ბაღდათის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 5 ივნისის №96 დადგენილებაში; ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება დადგენილების პრიამბულაში და საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" 181 მუხლის ნაცვლად ჩაიწეროს 22-ე მუხლი. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|