|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულება, თანახმად №1 დანართისა. |
| მუხლი 2 |
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას. |
| მუხლი 3 |
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება. |
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახურის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებანი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური განვითარების პროგრამების მართვის სამსახური ( შემდგომში – ,, სამსახური “) არის „ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ “ საქართველოს ორგანული კანონითა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების საფუძველზე შექმნილი სტრუქტურული ერთეული , რომლის დაფინანსების წყაროა ადგილობრივი ბიუჯეტი , რომელიც კორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის სტრუქტურულ ერთეულებს , მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებს მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების შემუშავებაში , უზრუნველყოფს ამ პროგრამების შესრულების მონიტორინგს
; |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
3.
სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. |
4.
სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი დადგენილი წესის შესაბამისად. |
5.
სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. ზუგდიდი, რუსთაველის ქ. №90.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2013 წლის
15 აგვისტოს დადგენილება
№
22
-
ვებგვერდი, 22.08.2013წ. |
თავი II
სამსახურის ფუნქციები |
მუხლი 2.
სამსახურის ძირითადი ფუნქციები: |
1.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამების, პროექტების შემუშავების კოორდინაცია და მის შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება, ანალიზი და გამგებლისათვის პერიოდიული იფორმაციის მიწოდება შესრულების მიმდინარეობაზე; |
2.
განვითარების პროგრამების სწორად შედგენის მიზნით ინფორმაციების შეკრების, დამუშავების, ანალიზის განხორციელების უზრუნველყოფა შესაბამის სამსახურებთან და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიუდიულ პირებთან.
|
3.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური განვითარების მდგომარეობის შესახებ SWOT ანალიზის განხორციელება; |
4.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში განვითარების პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობის გამოკითხვების და კვლევების ჩატარება;
|
5.
დასახლებათა საჭიროებების განსაზღვრისა და პრიორიტეტების დადგენის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრების, საერთო კრების მოწვევის ორგანიზაცია. |
6.
დასახლებათა საერთო კრებებზე განხილვის შედეგად განსაზღვრული პროექტების, პრობლემების, შედარებითი ანალიზის განხორციელება; |
7.
ხელს უწყობს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შედგენაში მოქალაქეთა ჩართულობის, მონაწილეობის გაუმჯობესებას ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის შესაბამისად.
|
8.
მიღებული სტატისტიკური ინფორმაციების, მოსახლეობიდან, იურიდიული პირებიდან შემოსული წერილების შესაბამის სამსახურებში განხილვის შემდგომ დარგობრივი სამსახურებიდან მიღებული წინადადებების აკუმულაცია და მათი გათვალისწინება საპროექტო წინადადებებში. |
9.
მუნიციპალიტეტის რესურსების შეფასების შესახებ ანალიტიკური მასალების მომზადება; |
10.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განვითარების პროგრამების რეგიონალური განვითარების სტრატეგიებთან ჰარმონიზების, თავსებადობის უზრუნველყოფისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; |
11.
განვითარების პროგრამებზე მონაცემთა ბაზის შექმნა, არსებული რესურსების შესაბამისად ახალ პროგრამებსა და პროექტებში მათი გათვალისწინება. |
12.
განვითარების პროგრამების პროექტის განხილვისას მოსახლეობის ჩართულობის ორგანიზება; |
13.
განვითარების პროგრამების პროექტების შედგენა, მისი შესაბამის კომისიაზე განხილვის ორგანიზება, პროექტის პრეზენტაციის მოწყობის ორგანიზაცია, მისი საკრებულოში ინიციირება; |
14.
აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს მიერ მოწონებული საპროექტო წინადადებების შესაბამის სამინისტროში წარდგენა, მისი კომისიაზე განხილვის პროცედურების დაჩქარების ხელშეწყობა; |
15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილობის მიღება; |
16.
ქალაქის, რეგიონის განვითარების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, სათანადო წინადადებების ინიციირება. |
17.
სოფლებში პროექტით მოსარგებლე ჯგუფებთან შეხვედრების ორგანიზება, წამოჭრილი საკითხების, მიღებული გადაწყვეტილებების ფიქსირება და მათი ჩართვის მიზნით საპროექტო წინადადებების მომზადება; |
18.
მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემური საკითხების მონაცემთა ბაზის შექმნა და მათ გადასაწყვეტად წინადადების შემუშავება. |
19.
მუნიციპალიტეტის განვითარების პრიორიტეტების შერჩევაში მონაწილეობის მიღება. |
20.
საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, ინვესტორ ბანკებთან (მსოფლიო ბანკი, აზიის ბანკი, ევროპის განვითარების ბანკი და სხვა ) ურთიერთობის ორგანიზება განვითარების საკითხებზე. |
21.
საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება განვითარების საკითხებზე.; |
22.
განვითარების საკითხებზე საქმიანი ურთიერთობის ორგანიზება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, წყალმომარაგების კომპანიასთან, საგზაო დეპარტამენტთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და სხვა; |
23.
განვითარების განსახორციელებელი პროგრამებისა და განხორციელებული პროექტის შესახებ ბიულეტენის გამოშვების ორგანიზება; |
24.
შესრულებულ პროექტებზე დადგენილ ვადაში საინფორმაციო პაკეტის მომზადება და შესაბამის უწყებებსა და სტრუქტურებში წარდგენა; |
25.
გამგეობის თათბირებზე საკრებულოს სხდომებზე და კომისიებზე განვითარების პროგრამების, შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა. |
26.
შესრულებული პროექტების სიცოცხლისუნარიანობაზე პერიოდული ინფორმაციების შეგროვება და გამგებლისათვის წარდგენა. |
27.
წლის შედეგების მიხედვით განვითარების ყველა სფეროში განხორციელებული პროექტების ანალიტიკური ინფორმაციების შედგენა და მომდევნო წლისათვის რეკომენდაციების შემუშავება და გამგებლისათვის წარდგენა. |
28.
მუნიციპალიტეტის საშუალოვადიანი და გრძელვადიანი განვითარების სოციალურ-ეკონომიკური პროგრამების შედგენის ორგანიზება, მათი განხორციელებისა და განახლების კოორდინაცია და მათი შესრულების მიმდინარეობაზე გამგებლისათვის ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება. |
29.
გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა უფლებამოსილების სფეროში; |
30.
მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. |
მუხლი 3.
სამსახურის კომპეტენცია
|
სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
|
ა)
უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკაშირებული ინფორმაცია; საჭიროების შემთხვევაში ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით გამგებელთან შეთანხმებით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მათგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია;
|
ბ)
სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზებული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები გამგებელთან შეთანხმებით.
|
მუხლი 4.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და საჯარო მოხელეებისაგან . სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი , რომელსაც „ საჯარო სამსახურის შესახებ “ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი . სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში , უფლება - მოვალეობებს ახორციელებს გამგებლის დავალებით ერთ - ერთი საჯარო მოხელე.
|
2.
სამსახურის საჯარო მოხელეებს „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
|
3.
სამსახურის თანამშრომელთა ფუნქციების შესრულება განისაზღვრება თანამდებობრივი ინსტრუქციებით, რომელსაც დადგენილი წესით გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
|
4.
სამსახური ანგარიშვალდებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 15 აგვისტოს დადგენილება № 22 - ვებგვერდი, 22.08.2013წ.
|
თავი III
სამსახურის ხელმძღვანელობა და პერსონალი |
მუხლი 5.
სამსახურის უფროსი |
1.
ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. |
2.
წარუდგენს გამგებელს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულების გამოყენების, მოსამსახურეთა მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. |
3.
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ფუნქციონალურ მოვალეობებს დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად. |
4.
წარუდგენს გამგებელს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. |
5.
ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტებს. |
6.
მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში. |
7.
ორგანიზაციას უწევს მოქალაქეების წინადადებების, განცხადებების, საჩივრების განხილვას. |
8.
ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს. |
მუხლი 6.
სამსახურის პერსონალი |
სამსახურის მოსამსახურეებს უფლება აქვთ: |
ა)
გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს სამსახურში საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; |
ბ)
თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისგან, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისგან; |
გ)
უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; |
დ)
მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; |
ე)
აუნაზღაურდეს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; |
ვ)
ისარგებლოს ყოველწლიური შვებულებით; |
ზ)
ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. |
მუხლი 7.
სამსახურის მოხელე მოვალეა: |
1.
საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ვალდებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; |
2.
შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; |
3.
ხელი მოაწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ დოკუმენტაციას; |
4.
დაიცვას სამსახურის შინაგანაწესები; |
5.
შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; |
6.
დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; |
7.
გაუფრთხილდეს სამსახურის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება. იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებაზე; |
8.
შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. |
თავი IV
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 8.
სამსახურის დებულების დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა |
1.
სამსახურის დებულებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინადადებით საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. |
2.
დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
2013 წლის
15 აგვისტოს დადგენილება
№
22
-
ვებგვერდი, 22.08.2013წ. |