,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეების, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების სასურსათო უზრუნველყოფის ნორმების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის №31 ბრძანებაში (სსმ III, 10.02.2006 წ., №19, მუხ. 235) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და ბრძანების პირველ პუნქტს დაემატოს 17 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,17. ამ ბრძანებით დამტკიცებულ ნორმებში ჩამოთვლილი პროდუქტები არ გაიცემა ან მათი შემცირება შესაძლებელია საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, თუ ეს არ გამოიწვევს ყოვედღიური სასურსათო უზრუნველყოფის შესაბამისი ნორმებით გათვალისწინებული ყველა პროდუქტის ერთობლივი კალორიული ღირებულების შემცირებას.”.
|