საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
36
მიმღები ორგანო
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-10
გამოქვეყნების თარიღი
2022-02-09
სარეგისტრაციო კოდი
110060000.22.027.016436
საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
(ძალადაკარგულია - 09.02.2022, №808)

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №36

2013 წლის 10 ივლისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

 


„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ ბ“ და „ დ“ ქვეპუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის  თანდართული დებულება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახურებში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2013 წლის 4 თებერვლის №6  ბრძანება.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრითეა წულუკიანი



საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის  დებულება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საქართველოს მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს მთავარი პროკურატურის (შემდგომში – მთავარი პროკურატურა) სტრუქტურული დანაყოფი, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს მთავარ პროკურატურას.

2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებით, მთავარი პროკურატურის დებულებით, ამ დებულებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრისა (შემდგომში – იუსტიციის მინისტრი) და საქართველოს მთავარი პროკურორის (შემდგომში – მთავარი პროკურორი) ბრძანებებით, ინსტრუქციებითა და მითითებებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

3. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონით დადგენილი წესით.

4. (ამოღებულია - 20.08.15 №94).

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

მუხლი 2. დეპარტამენტის ამოცანები

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; 

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ  ორგანოებში გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

მუხლი 3. დეპარტამენტის უფროსი

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსი:

ა) ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს მის მოადგილეებსა და დეპარტამენტის მუშაკთა შორის;

გ) აკონტროლებს დეპარტამენტის მუშაკთა მიერ მათთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებასა და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

დ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ე) მთავარი პროკურორისა და მთავარი პროკურორის უფლებამოსილი მოადგილის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

ვ) მთავარი პროკურატურის ხელმძღვანელობასთან შეაქვს წინადადებები გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის, სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერის სრულყოფის ღონისძიებათა და სხვა აქტუალურ საკითხებთან დაკავშირებით;

ზ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში აუქმებს ამ დებულებით განსაზღვრული ორგანოების მუშაკთა უკანონო და დაუსაბუთებელ დადგენილებებს, გამოითხოვს ქვემდგომი პროკურორების უსაფუძვლო საჩივრებს;

თ) მთავარ პროკურორს ან მის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული გამომძიებლის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ, აგრეთვე წყვეტს საკითხს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში პროკურორის მონაწილეობის შესახებ;

ი) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

კ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;

ლ) განიხილავს სამმართველოს პროკურორების დასკვნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (გარდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), დაზვერვის სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მუშაკთა წარმოდგენილ შუამდგომლობებზე;

მ) ორგანიზებას უწევს სამმართველოს  პროკურორების მონაწილეობას სასამართლოში საქმეების განხილვისას, ასევე, აუცილებლობის შემთხვევაში, ავალებს მათ დეპარტამენტის დაქვემდებარებაში სხვა სამმართველოების წარმოებაში არსებულ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებას;

ნ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებებს, შეაქვს საჩივრები სასამართლოს გადაწყვეტილებებზე;

ო) აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების შესრულებას;

პ) ატარებს ოპერატიულ თათბირებს, რომლებზეც ისმენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის,  დაზვერვის სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელებისა და სხვა მუშაკთა ინფორმაციებს როგორც კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, ასევე ზოგად თემატურ საკითხებზე, იღებს ზომებს არსებულ ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;

ჟ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

რ) ასრულებს მთავარი პროკურორის და მისი მოადგილეების ცალკეულ დავალებებს, ახორციელებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითა და „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

მუხლი 4. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2.  დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის მუშაკთა პროფესიულ მომზადებას;

ბ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო დისციპლინის დაცვის კონტროლს, დეპარტამენტის მუშაკთა მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას;

გ) დეპარტამენტის უფროსის წინაშე აყენებს საკითხებს დეპარტამენტის მუშაკთა სამსახურებრივი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ;

დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცალკეული პროკურორების და გამომძიებლების კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებიდან ჩამოცილების შესახებ;

ე) გასცემს წერილობით მითითებებს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების, ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების, დანაშაულის ჩამდენ პირთა ძებნის თაობაზე;

ვ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;

ზ) ამოწმებს ქვემდგომი პროკურორების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას და იღებს ზომებს გამოვლენილ დარღვევათა აღმოსაფხვრელად;

თ) კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეაქვს საჩივრები სასამართლოების მიერ მიღებულ უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე;

ი) დეპარტამენტში ხელმძღვანელობს ანალიტიკურ საქმიანობას;

კ) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებების, მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;

ლ) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიული პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

მ) ასრულებს მთავარი პროკურორის, მისი მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს, ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის შემთხვევაში;

ნ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებულ მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 5. დეპარტამენტის სტრუქტურა

1. დეპარტამენტში სტრუქტურული ქვედანაყოფების სახით შედიან:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში,  ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში,  კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველო;

2. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში,  ანტიკორუფციულ სააგენტოში და გენერალურ ინსპექციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტში, ანტიკორუფციულ სააგენტოში (დეპარტამენტი)  და გენერალურ ინსპექციაში (დეპარტამენტი) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიების  საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; 

ბ) სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

3. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში,  კონტრტერორისტულ ცენტრში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში და დაზვერვის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს ამოცანებია:

ა) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში,  კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი), შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა  საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა), სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში (გარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) და დაზვერვის სამსახურში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელება; 

ბ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტში,  კონტრტერორისტულ ცენტრში (დეპარტამენტი) და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) გამოძიების  საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება; 

გ) შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის  დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიულ ორგანოებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობისა და გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელება ზონალური პრინციპის დაცვით, საქართველოს პროკურატურის ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით;

დ) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის,  კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის (გარდა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დასავლეთ საქართველოს ტერიტორიული ორგანოებისა) მიერ გამოძიებულ სისხლის სამართლის საქმეებზე სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.

მუხლი 6. სამმართველოს უფროსი

1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. სამმართველოს უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;

ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;

გ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში აკონტროლებს იუსტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების, მთავარი პროკურორის მოადგილეების, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებების შესრულებას;

ე) იხილავს დეპარტამენტში შემოსულ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა წერილებს, განცხადებებსა და საჩივრებს, საჭიროების შემთხვევაში აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას;

ვ) უშუალოდ მონაწილეობს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად ატარებს ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, საჭიროების შემთხვევაში სრული მოცულობით აწარმოებს საქმის გამოძიებას;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობს სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;

თ) ასრულებს ზემდგომ თანამდებობის პირთა ცალკეულ დავალებებს;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 7. დეპარტამენტის მოსამსახურეები

1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს უფროსი პროკურორები;

ბ) სამმართველოს პროკურორები;

გ) დეპარტამენტის მრჩევლები;

დ) დეპარტამენტის მრჩეველი – მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი;

ე) დეპარტამენტის სპეციალისტი.

2. დეპარტამენტის  მოსამსახურეებს, დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

3. სამმართველოს უფროსი პროკურორები და პროკურორები:

ა) მონაწილეობენ საქართველოს მთავარი პროკურატურის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების მომზადებაში;

ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას;

გ) აანალიზებენ და განაზოგადებენ სტატისტიკურ მონაცემებს გამოძიებაზე საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ, დეპარტამენტის ხელმძღვანელობის წინაშე აყენებენ წინადადებებს მუშაობის გაუმჯობესების მიზნით;

დ) აანალიზებენ მოქალაქეთა კანონიერი უფლებების დაცვის მდგომარეობას ადგილებზე გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის წარმოებისას;

ე) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის თანხმობით, შესასწავლად და შესამოწმებლად გამოითხოვენ სისხლის სამართლის საქმეებს, მასალებს და სხვა მონაცემებს დანაშაულის ჩადენის, გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე;

ვ) იძლევიან წერილობით მითითებებს საქმეთა გამოძიების დროს დანაშაულის გახსნის, დამნაშავეთა დადგენის და გამოძიების პროცესში;

ზ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებაში, პირადად აწარმოებენ ცალკეულ საგამოძიებო მოქმედებებს, იძიებენ სისხლის სამართლის საქმეებს;

თ) განიხილავენ სამმართველოში შემოსული შუამდგომლობების საფუძვლიანობას და თავიანთ დასკვნებს წარუდგენენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობას, სამმართველოს უფროსს;

ი) განიხილავენ განცხადება-საჩივრებს გამოძიების საკითხებზე, ორგანიზებას უწევენ მათ შემოწმებას. წარმოებაში არსებულ საქმეებთან დაკავშირებით პირადად იღებენ წარმომადგენლებს;

კ) აწარმოებენ გაწეული მუშაობის აღრიცხვას და დეპარტამენტის ხელმძღვანელობას წარუდგენენ ანგარიშს;

ლ) ასრულებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელობის, სამმართველოს უფროსის ცალკეულ დავალებებს, წარუდგენენ მათ წინადადებებს დაქვემდებარებულ უწყებებში გამოძიების ეფექტურობისა და სრულყოფის შესახებ;

მ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის დავალებით, მონაწილეობენ სხვადასხვა სასამართლო ინსტანციაში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვაში, მხარს უჭერენ სახელმწიფო ბრალდებას სასამართლოში;

ნ) ამზადებენ საჩივრებს სასამართლო გადაწყვეტილებებზე, ადგენენ წერილობით ცნობებს სასამართლო პროცესებში მონაწილეობის შესახებ, ასევე ინფორმაციებს პროკურორების მიერ სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების განხორციელების შედეგებზე;

ო) ასრულებენ ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს;

პ) ახორციელებენ „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით მათთვის მინიჭებულ სხვა ფუნქციებს.

4. დეპარტამენტის მრჩევლები:

ა) უზრუნველყოფენ ოპერატიული საქმიანობის სამართლებრივ ანალიზს იმ უწყებებში, რომლებზეც დეპარტამენტი ახორციელებს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობასა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე საპროკურორო ზედამხედველობას;

ბ) მართვის ელექტრონული საშუალებების, მონაცემთა ბაზებისა და შესაბამისი პროგრამების გამოყენებით, უზრუნველყოფენ  აუცილებელი ინფორმაციის  მოძიებას, მომზადებას და მართვას;

გ) ახორციელებენ სტატისტიკური მონაცემების პერიოდულ შეგროვებას, სისტემატიზაციას, ანალიზს და დამუშავებული სახით ხელმძღვანელობისათვის მიწოდებას;

დ) ახორციელებენ ელექტრონული მონაცემების დამუშავებას, დეპარტამენტის პროგრამულ უზრუნველყოფას და მონაცემთა ბაზების გაუმჯობესების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას;

ე) ასრულებენ დეპარტამენტის უფროსის და მისი მოადგილეების მითითებებსა და დავალებებს.

5. დეპარტამენტის მრჩეველი –  მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ორგანიზებას უწევს და უზრუნველყოფს სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულისა და მოწმისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას და მათთან ურთიერთობის კოორდინაციას.

6. დეპარტამენტის სპეციალისტი უზრუნველყოფს დეპარტამენტის საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ორგანიზებას, ახდენს დეპარტამენტში შემოსული და გასული დოკუმენტების, ინფორმაციების და სხვა მასალების სისტემატიზაციას, კომპიუტერიზაციას, სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკასა და დეპარტამენტის წინაშე მდგარი ამოცანების შესასრულებლად შესაბამისი მხარდაჭერის განხორციელებას.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 20 აგვისტოს ბრძანება №94 - ვებგვერდი, 20.08.2015 წ.


კრებსითი — სრული ვერსია