საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „112“-ის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №1073 ბრძანებით (140130000.22.034.016081) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი:
„ა1) მისი საქმიანობის სფეროში შემავალი საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი დახმარების აუცილებლობის სხვა შემთხვევათა შესახებ ავტომატური შეტყობინებების მიღების მიზნით, მესამე პირებისთვის სახანძრო ან/და აირის უსაფრთხოების სისტემის დამონტაჟებისთვის საჭირო ნებისმიერი საქონლის და მომსახურების, მათ შორის, საპროექტო მომსახურების მიწოდება;“.
|