„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
01/395
მიმღები ორგანო
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-04
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-08
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.055.016029
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის

ბრძანება №01/395

2013 წლის 4 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  თანახმად,  ვბრძანებ:


მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2012 წლის 10 აპრილის N48 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 12/04/2012, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.055.016014) დამტკიცებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დებულებაში  (შემდგომში - დებულება) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 ,,1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე (შემდგომში – „სასახლე“) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს კანონის საფუძველზე. „სასახლე“ წარმოადგენს მრავალპროფილიან სასწავლო, კულტურულ, სპორტულ,  სკოლისგარეშე  საგანმანათლებლო  დაწესებულებას“.

 2. დებულების მე-2  მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,ა) სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა შესაბამისად, საქართველოს ახალგაზრდობის ინტელექტუალური, შემოქმედებითი, სულიერი და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენის, ფორმირებისა და სრულყოფისათვის შესაბამისი პირობების შექმნა და ბავშვთა და ახალგაზრდობის შემოქმედებითი შესაძლებლობებისა და ინტერესების განვითარების მიზნით, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში შესაბამისი სასწავლო პროცესის შინაარსის  განსაზღვრა და სასწავლო-შემოქმედებითი მუშაობის ორგანიზება;“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრილევან ყიფიანი

კრებსითი — სრული ვერსია