„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
799-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2013-06-28
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-15
სარეგისტრაციო კოდი
210020010.05.001.017012
„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს კანონი

 

 

„ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №21-22, 14.06.1998, გვ. 6) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-3 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„41. დაუშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ შემოიღოს ამ კანონით დადგენილი მოსაკრებლისაგან განსხვავებული ან დამატებითი სხვა ტარიფი, გადასახდელი ან მომსახურების საფასური  იმ საქმიანობის განხორციელებისათვის ან/და სარგებლობის უფლების მინიჭებისათვის, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ იმ მომსახურების გაწევისათვის, გარდა დაჩქარებული მომსახურებისა, რომლისთვისაც უკვე დადგენილია მოსაკრებელი.“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 173 მუხლი:

„მუხლი 173. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან გათავისუფლება

ფიზიკური და იურიდიული პირები გათავისუფლდნენ 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის დავალიანების გადახდისაგან.“.

 

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ივნისი 2013 წ.

N799-IIს

კრებსითი — სრული ვერსია