,,სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო კონკურსის შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 10 აგვისტოს №133/ნ ბრძანების (ვებგვერდი, 10/08/2011, სარეგისტრაციო კოდი – 040030000.22.022.016171) პირველი პუნქტით დამტკიცებულ ,,სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და იტალიის კვლევების ეროვნული საბჭოს (CNR) ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო კონკურსის დებულებაში” შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. ფონდის მხრიდან თითოეული გამარჯვებული ერთობლივი კვლევითი პროექტის მონაწილე ქართული ჯგუფისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ევრო, CNR-ის მხრიდან თითოეულ გამარჯვებულ პროექტში მონაწილე იტალიური ჯგუფისათვის ყოველწლიურად გამოიყოფა არაუმეტეს 3000 (სამი ათასი) ევრო. თითოეული პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ორ წელს.”.
|