„ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №120/ნ ბრძანებით (სსმ, №163, 14/12/2010) დამტკიცებული „მიმართულებების, დარგების/სპეციალობების, ქვედარგების/სპეციალიზაციებისა და პროფესიული სპეციალიზაციების ჩამონათვალში“ (დანართი №4) განხორციელდეს ცვლილება და:
ა) 0504 დარგი/სპეციალობა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„0504 ბიოლოგია/სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებანი/გამოყენებითი ბიომეცნიერებები“;
ბ) 050408 ქვედარგი/სპეციალიზაცია ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„050408 ბიოტექნოლოგიები“.
|