|
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №6 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ,,სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №6 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერდი 11.03. 2013.)
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შეტანილ იქნეს ცვლილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 4 მარტის №6 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“. |
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|