„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მინისტრის ბრძანება
დოკუმენტის ნომერი
235
მიმღები ორგანო
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი
2013-07-09
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-15
სარეგისტრაციო კოდი
220090000.22.033.016554
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის N10/01–N51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის  ერთობლივი

ბრძანება №235 - №74/04

2013 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01 - №51 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  მე-4  პუნქტის  შესაბამისად, ვბრძანებთ:

მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სახაზინო ვალდებულებების და სახაზინო ობლიგაციების გამოშვების, მიმოქცევის, აღრიცხვისა და დაფარვის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 1 თებერვლის №10/01 - №51 ერთობლივი ბრძანებით (სსმ III, 03.02.2010, №13 მუხ. 151) დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. აუქციონზე მიღებული განაცხადები ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტრო მომდევნო ერთი საათის განმავლობაში ეროვნულ ბანკს არ გაუგზავნის შეტყობინებას აუქციონის განკვეთის დონის დადგენის შესახებ, მაშინ აუქციონი სრულდება:

ა)  ემისიის  სრულად  განთავსებით,  თუ  აუქციონზე  შემოსული  განაცხადების  მოცულობა უტოლდება ან აღემატება გამოცხადებული ემისიის მოცულობას;

ბ)   შემოსული   განაცხადების   სრულად   დაკმაყოფილებით,   თუ   აუქციონზე   შემოსული განაცხადების მოცულობა ნაკლებია გამოცხადებული ემისიის მოცულობაზე.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-3 დღეს.

 


ფინანსთა მინისტრინოდარ ხადური
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე

კრებსითი — სრული ვერსია