|
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
„ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 25 აპრილის №34 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
დადგენილების მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თ) დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთია: - ფიზიკური პირებისათვის 0.30 ლარი ერთ სულ მოსახლეზე თვეში.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|