|
,,ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„ხონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 27 თებერვლის №3 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის პირველი თავის მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი.
,,ე)“ მაღალმთიანი სოფლების – ღვედისა და ძეძილეთის მოსახლეობის ქ. ხონამდე კვირაში ერთი დღით სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|