„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
39
მიმღები ორგანო
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი
2013-06-27
გამოქვეყნების თარიღი
2013-07-02
სარეგისტრაციო კოდი
330090020.35.112.016137
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის N27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №39

2013 წლის 27 ივნისი

ქ. ლანჩხუთი

 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 2 სექტემბრის №27 დადგენილებაში (ვებგვერდი, 110907017, 12/09/2011) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის წესის  მე-9 მუხლის  პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაინტერესებული პირის განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, (მოედნების, სკვერების, ბულვარებისათვის) სახელწოდების მინიჭების, ნუმერაციისა და მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების, ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახური, რომელიც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადებში გამგებელს წარუდგენს გადაწყვეტილების პროექტს ნუმერაციის  თაობაზე საკრებულოს თავმჯომარისთვის წარსადგენად. გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან გიგინეიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია