2.
მე-14 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტისა და ზედამხედველობის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფა, ფინანსების მართვის გაუმჯობესება, სახსრების, სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვა და ეფექტიანობის გაზრდის ხელშეწყობა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო დაწესებულებების (მათ შორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების) შიდა აუდიტორული შემოწმება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების მშენებლობის შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე, ასევე მათ მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე დასკვნის მომზადება“
|