|
1.
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 9 ოქტომბრის N 427 ბრძანებულებაში (სსმ, III ნაწ., 2002 წ., N102, მუხ. 889) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: |
ა)
ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის შექმნის შესახებ“; |
ბ)
ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი (შემდეგში - თეატრი).“. |
2.
ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|