„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 თებერვლის №23 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ვ1“ ქვეპუნქტი:
„ ვ1) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.”.
2. დადგენილებით დამტკიცებული რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საშტატო ნუსხა
|
სტრუქტურა, თანამდებობა
|
რაოდენობა
|
|
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი
|
1
|
|
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
პირველი მოადგილე
|
1
|
|
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის
თანაშემწე
|
1
|
|
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში
|
2
|
|
დეპარტამენტის უფროსი
|
3
|
|
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
|
1
|
|
სამმართველოს უფროსი
|
4
|
|
მთავარი მრჩეველი
|
10
|
|
მრჩეველი
|
2
|
|
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აღმასრულებელი თანაშემწე
|
1
|
|
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანაშემწე
|
1
|
|
მთავარი ბუღალტერი
|
1
|
|
საინფორმაციო ტექნოლოგიების ადმინისტრატორი
|
1
|
|
საქმეთა მმართველი
|
1
|
|
სულ
|
30.“.
|
|