„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებაში (
www.matsne.gov.ge, 16/05/2012, 290110040.10.003.016850) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების“ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. მზღვეველის მიმართ ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადებში დაკისრებული საჯარიმო სანქციის შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაცია წარედგინება სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.“.